ახალი ამბები მერია მთავარი საზოგადოება

დიღმის მასივის მეოთხე კვარტალში ასფალტის პირველი ფენა დაიგო

დიდუბის რაიონში ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.

ამ ეტაპზე, დიღმის მასივის მეოთხე კვარტალში კონტრაქტორმა კომპანიამ ასფალტის პირველი ფენა დააგო.

პროექტის ფარგლებში, მე-6 კორპუსიდან მე-2 კორპუსამდე არსებულ გზის მონაკვეთზე ჯამში, 3 180 კვ.მ ფართობზე ასფალტი დაიგო, როგორც სავალ ნაწილზე, ასევე, ტროტუარზე.  მოეწყო 1 100 გრძ.მ ბორდიური.

სამუშაოებისთვის, რომელსაც დიდუბის რაიონის გამგეობის დაკვეთით, ტენდერში გამარჯვებული კომპანია „ბიემსი“ ასრულებს, ადგილობრივი ბიუჯეტიდან 150 000 ლარია გამოყოფილი.

იტვირთბა....