ახალი ამბები მთავარი სამართალი

გორში ნაცემი 18 წლის მოზარდი ექიმებს კომიდან ვერ გამოჰყავთ

გორში მომხდარი ჩხუბის დროს დაშავებული 18 წლის მოზარდი ექიმებს კომიდან ამ დრომდე ვერ გამოჰყავთ.

როგორც დაშავებულის მშობლები  “კურიერთან” საუბარში საუბრობენ, ფიზიკური დაზიანებები, ყოფილი მოკრივის, გიორგი კანდელაკის, შვილმა თარაშ კანდელაკმა მიაყენა.

მსობლების ინფორმაციით, 18 წლის ერეკლე თედლიაშვილი მეგობრებთან ერთად კანდელაკის ოჯახის კუთვნილ რესტორანში დაბადების დღეზე იმყოფებოდა, რა დროსაც ურთიერთშელაპარაკება მოხდა.

რა გახდა დაპირისპირებს მიზეზი, დაზარალებულის დედისთვის ცნობილი არაა, თუმცა ამბობს, რომ  მას შემდეგ, რაც შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დასტაბილურდება, მომხდარს ოჯახი დეტალურად გამოიძიებს.

შეგახსენებთ, შემთხვევა 7 ივნისს, რესტორან “ჯოზეფთან” დაპირისპირების დროს მოხდა. თარაშ კანდელაკი ქუჩური გარჩევისთვის დააკავეს. 18 წლის მოზარდი კი უკვე ორი დღეა კომაშია. ის “ჯერარსის” კლინიკაშია მოთავსებული.

საქმეზე გამოძიება 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. დანაშაული 3-დან 6 წლამდე პატიმრობას გულისხმობს.

 

 

იტვირთბა....