მთავარი ციტატა

“რასაც ეს ორი დღეა ვუყურებ, კარგი იქნება, თუ ბატონი ანრი და ქალბატონი ეკა სამოგზაუროდ ერთად წავლენ”

“რასაც ეს ორი დღეა ბატონი ანრისა და ქალბატონი ეკას პაექრობას ვუყურებ, მიჩნდება აზრი, რომ კარგი იქნება, თუ ორივე ერთად სამოგზაუროდ წავა. იქიდან ალბათ, ან ერთი ჩამოვა, ან ორივე ერთად შეხმატკბილებულები ჩამოვლენ.”

ნუკრი ქანთარია – აპარლამენტო უმრავლესობის წევრი

აღნიშნულით ქანტარია გამოეხმაურა დამოუკიდებელი დეპუტატის ეკა ბესელიასა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ანრი ოხანაშვილის დისკუსიას პირბადის ტარების წესის შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით.

მას თავის მხრივ, ეკა ბესელიამ უპასუხა, რომელმაც აღნიშნა, რომ ერთმანეთს ნუკრი ქანთარია და ანრი ოხანაშვილი უფრო უგებენ.

„ჩემო ნუკრი, შენ და ანრი უფრო უგებთ ერთმანეთს. ერთ ხმასა და ერთ ლექსიკაზე მეტყველებთ. ამიტომ გინდა იმოგზაურეთ და გინდა სხვა რამე აკეთეთ ერთად. ძალიან უკბილო ხუმრობა გამოგივიდა,“ – მიმართა ბესელიამ ნუკრი ქანთარიას.

 

იტვირთბა....