შვილმოკლული მამა, პანკისის მკვიდრი მალხაზ მაჩალიკაშვილი სოციალურ ქსელში, ყოფილ დეპუტატს, “ქართული ოცნების” აქტიურ მხარდამჭერს ხათუნა ხოფერიას პასუხობს, რომელიც ოპოზიციას კოალიციური მთავრობის შექმნის შემთხვევაში სამოქალაქო ომს პირდება.
“წარმოიდგინეთ, რასთან და ვისთან, რანაირი მენტალიტეტის ადამიანებთან გვაქვს საქმე ქვეყნის 70 პროცენტ მოსახლეობას. ძალაუფლების თუ გავლენების დაკარგვის შიშით აქ არ არის ქვეყნის თუ ადამიანის ბედზე საუბარი, აქ არის საუბარი პირდაპირ იმაზე, რომ თვითონ თავისი შვილებით იყვნენ კომფორტულად და დანარჩენი წყალსაც წაუღია. სამოქალაქო ომს პირდება ვის? ქართველს…
ეხლა მე მკითხე ქალბატონო ხოფერია, უბრალოდ, შენ და შენნაირები ამ მახინჯმა სისხლიან მასისტემამ შექმნა, რომელიც სასწრაფოდ დასანგრევია, შენ შენს გამო იბრძვი, ხალხის განადგურებული ბედი არ გაინტერესებს.
პირადად მე, რომ მძულდეს ქართველი როგორც შენ და შენნაირებს ალბათ 2017 დეკემბერს უნდა დამეწყო სამოქალაქო ომი, მე ის ვარ მაჩალიკაშვილი, ზუსტად თქვენმა მახინჯმა სისტემამ სამყარო თავზე ჩამუამსხვრია და დედამიწა ჯოჯოხეთად აქცია და შენ, ქალბატონო, არავის არაფერი დააკლო ზუსტად კოალიციური მთავრობაც მოვა და შენ პირადად ოპოზიციაშიც აღმოჩნდები, შემდეგ რა ბედი გეწვევა შენ და შენს დადაქცევ ქართულ ოცნებას ღმერთმა იცის…” – წერს მაჩალიკაშვილი სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, ხათუნა ხოფერიამ განაცხადა, რომ თუკი ოპოზიცია შექმნის კოალიციურ მთავრობას, ის მათ სამოქალაქო ომს პირდება.
“მე, ხათუნა ხოფერია, ვაძლევ პირობას, რომ ისინი მიიღებენ სამოქალაქო ომს. როდესაც ისინი მოვლენ კოალიციურ ხელისუფლებაში, მე ხათუნა ხოფერია ვპირდები, რომ ჩემ ქვეყანაში დაიწყება სამოქალაქო ომი. ძალა, რომელიც ჩემ შვილებს და შვილიშვილებს ემუქრება გადაგვარებით, თავზე გვაჯდნენ, გვემუქრებოდნენ ეკლესიის გახლეჩვით – ისევ ეს ძალა თუ უნდა მოვიდეს, ფინალი იქნება ერთი”, – განაცხადა ხათუნა ხოფერიამ.