საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე ნინო კალანდაძე სოციალურ ქსელში შეერთებული შტატების მიერ გამოქვეყნებულ უსაფრთხოების სტრატეგიის დოკუმენტს ეხმაურება, რომელშიც საქართველო და კერძოდ ბიძინა ივანიშვილია მოხსენიებული. მისი თქმით, არჩევნებამდე 5 თვით ადრე მთელი პოლიტიკური სპექტრი გასვრილ-გათხვრილ-დისკრედიტებულ-გამარგინალებული ჰყავს, წერე- იკითხე და თვითონვე იყაყანე პრინციპით, ნურც ხარი და ძროხა გაუკვირდება ვინმეს და ნურც მაინცდამაინც მტკივნეულად მიიღებს ამ ეპითეტებს.
“2012 – 2017 წლებში, სულ ხელზე ჩამოსათვლელი რაოდენობა ვიყავით, ვინც ბიძინაზე ვამბობდით რუსული პროექტიაო. ყავაზე არავინ მარჩიელობდა არც მაშინ. რა ინდიკაციებიც დღეს არის, მაშინაც ყველა სახეზე იყო.
შეიძლება არა რიგითი ამომრჩევლისთვის, რომელიც არც ჩახედულია და ვისზეც 9 წლის დაღლილობამ და ეფესბეს პროპაგანდამ ეფექტურად იმუშავა. მაგრამ კუდყავარა პოლიტიკოსებს და ვითომ დიპლომატებს, თავი რომ კიტრად მოჰქონდათ, ჩვენზე კარგად არავინ იცნობს ბრიუსელს და ვაშინგტონსო და დღემდე რომ მოძღვრავენ ერს სხვადასხვა ტელეეკრანიდან, ძაან კარგად უნდა სცოდნოდათ ვინ იყო ბორის გრიგორიჩი და ვის მიზნებს ემსახურება იგი. კიდევ ბედავდნენ და აქეთ “ჭკუას გასწავლიდნენ”, უხცოელებთან ნუ ამბობ ბიძინა პუტინის კაცია, მარგინალად წარმოგვაჩენსო.
ჰოდა, ამ თვითტკბობაში მყოფი “გენიოსების” დიდი წვლილია, რომ დასავლეთი ოქროდ ხუჭავდა თვალს ბიძინაზე მთელი ეს წლები – აუტკივარ თავს არავინ აიტკიებს შენს გამო. გამოხდა ხანი და მორიგად დაარტყა ცხვირი დასავლეთმა და პუტინის შნირები ამერიკულ მიზნებსაც შეეხენ. და 8 წლის თავზე იმაზე ალაპარაკდნენ ხმამაღლა, რაშიც ამ ქვეყანას 8 წელია სული ამოხდა. ამასობაში კი ელიტურ – ინტელექტუალური პრეტენზიის მქონე პარტიები მათივე უტვინობით მართლა მარგინალებად აქცია და თავისი ძალაუფლება ისე გაიმყარა მათი “თავმდაბალი და კონსტრუქციული” რიტორიკის ხარჯზე რომ იქით დასცინის მათაც და დასავლეთსაც.
ახლა, როცა არჩევნებამდე 5 თვით ადრე მთელი პოლიტიკური სპექტრი გასვრილ-გათხვრილ-დისკრედიტებულ-გამარგინალებული ჰყავს, წერე- იკითხე და თვითონვე იყაყანე პრინციპით, ნურც ხარი და ძროხა გაუკვირდება ვინმეს და ნურც მაინცდამაინც მტკივნეულად მიიღებს ამ ეპითეტებს. ყველაფერში თავისი მოკრძალებული წვლილი აქვს ყველას”. – წერს ნინო კალანდაძე.
შეგახსენებთ, აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების ახლად გამოქვეყნებულ სტრატეგიაში Report USA, რომელსაც 13 ამერიკელი კონგრესმენი აწერს ხელს, ნათქვამია, რომ საქართველოს უმდიდრესი ადამიანი ბიძინა ივანიშვილი პუტინის ახლო მოკავშირეა და რუსეთის სასარგებლოდ საქართველოს დესტაბილიზაციაშია ჩართული.