“საინტერესოა, რომ ერთი ფრაზა სრულ წინააღმდეგობაში მოდის დოკუმენტში მოცემულ მთელ დანარჩენ კვლევასთან, დასკვნებთან, რომელიც ხაზს უსვამს ამ თანამშრომლობის მაღალ დონეს. მე შემიძლია მოვიყვანო რუსეთისათვის ხელშეწყობის მაგალითები, როდესაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და მისმა დღევანდელმა ქვედანაყოფებმა ხელი შეუწყვეს რუსეთის პოზიციების გაძლიერებას ამიერკავკასიაში. ამის საპირისპირო მაგალითი არ ჩანს არც ზედაპირზე და არც სიღრმეებში. აქედან გამომდინარე, მე მაინც ვფიქრობ, რომ ის ერთი წინადადება საკმაოდ განსწავლული, აგრესიული ლობისტური საქმიანობის შედეგია.”
გია ვოლსკი – პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი
ამის შესახებ გია ვოლსკიმ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა 13 კონგრესმენის მიერ ხელმოწერილ დოკუმენტს გამოეხმაურა.
აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების ახლად გამოქვეყნებულ სტრატეგიაში – Report USA, რომელსაც 13 ამერიკელი კონგრესმენი აწერს ხელს, ნათქვამია, რომ საქართველოს უმდიდრესი ადამიანი ბიძინა ივანიშვილი პუტინის ახლო მოკავშირეა და რუსეთის სასარგებლოდ საქართველოს დესტაბილიზაციაშია ჩართული.
დოკუმენტში საუბარია იმაზეც, რომ აუცილებელია, რუსეთის დეზინფორმაციული კამპანიის ლიდერების წინააღმდეგ სანქციები დაწესდეს, რათა კრემლის სასარგებლოდ საქმეების გაგრძელება ვეღარ შეძლონ.