“რაც გინდათ ის დააბრალეთ და ვისაც გინდათ მაგრამ ხელისუფლებამ და მისმა მომხრეებმა თქვენთვის მაინც იცოდეთ და გაიგეთ რომ წითელ ხაზებს კვეთთ და ქვეყანას კატასტროფისკენ მიაქანებთ.
ეს არის არის არც გახარიასთვის გამოგზავნილი წერილი და ან რურუა პოლიტპატიმარია, ეს არის აშშ რესპუბლიკელების სპეციალური სამუშაო ჯგუფი, ეროვნული უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის შესახებ, რომელიც მათი ქვეყნის, ამერიკის, უსაფრთხოების სტრატეგიაზე მუშაობს”.
თინათინ ხიდაშელი, თავდაცვის ყოფილი მინისტრი
სოციალური ქსელი
შეგახსენებთ, აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების ახლად გამოქვეყნებულ სტრატეგიაში Report USA, რომელსაც 13 ამერიკელი კონგრესმენი აწერს ხელს, ნათქვამია, რომ საქართველოს უმდიდრესი ადამიანი ბიძინა ივანიშვილი პუტინის ახლო მოკავშირეა და რუსეთის სასარგებლოდ საქართველოს დესტაბილიზაციაშია ჩართული.