მთავარი ციტატა

“მინდა დავამშვიდო ყველა აბიტურიენტი, პირბადე მათზე უარყოფითად არ იმოქმედებს”

“მინდა დავამშვიდო ყველა აბიტურიენტი, თუ არ ვცდები წელს 55 ათასი აბიტურიენტი იქნება, რომ პირბადე მათზე უარყოფითად არ იმოქმედებს — არც მათ ფიზიკურ ჯანმრთელობაზე, არც მათს მენტალურ შესაძლებლობებზე, ინტელექტუალურ შესაძლებლობებზე გამოცდის ჩაბარების პროცესში. არის ძალიან იშვიათი გამონაკლისი და ეს ახალგაზრდებში არ არის.”

ამირან გამყრელიძე – დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორი

გამყრელიძემ ამის შესახებ “პალიტრანიუსის” ეთერში გამაცხადა.

ცნობისთვის, დაავადებათა კონტროლის ცენტრმა საგამოცდოდ მისული აბიტურიენტებისთვის რეკომენდაციები შეიმუშავა. ერთ-ერთი მთავარი რეკომენდაცია პირბადის კეთება და სოციალური დისცანციის დაცვაა.

ხოლო, ექიმების ნაწილმა კრიტიკა გამოხატა, რომ აბიტურიენტებისთვის გამოცდის დროს პირბადის კეთება არაჰუმანური გადაწყვეტილებაა. 

 

 

იტვირთბა....