თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის ინფიცირების ექვსი ახალი შემთხვევიდან ოთხის ინფიცირების წყარო უცნობია.
ამის შესახებ მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისივე თქმით, წყაროს დასადგენად ეპიდემიოლოგიური კვლევა მიმდინარეობს.
“ექვსი შემთხვევიდან ერთი არის საკარანტინო სივრიციდან, შემოტანილი, ანუ იმპორტიებული შემთხვევა, ერთი არის სამედიცო პერსონალი და ოთხი პაციენტის წყაროს დადგენაც გრძელდება. პირველ წყარო ოთხ შემთხვევასთან არ არის დადგენილი. მიმდინარეობს კონტაქტების ჩაღრმავებული კვლევა. იმედია, წყარო მოიძებნება“,- განაცხად ეზუგბაიამ.
საქართველოში კორონავირუსის ინფიცირების ერთი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გამოჯანმრთელდა კიდევ ოთხი პაციენტი. საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსის 828 შემთხვევაა დადასტურებული.