საქართველოში კორონავირუსის ინფიცირების ერთი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გამოჯანმრთელდა კიდევ ოთხი პაციენტი.
ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
საიტზე არსებული მონაცემებით, საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსის 828 შემთხვევაა დადასტურებული. კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 694-ს შეადგენს.
ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.
კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 13 პაციენტი გარდაიცვალა.
კარანტინის რეჟიმში 3230 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 285.