“თუ ისრაელი წითელ ხაზს გადაკვეთს, ჩვენ, როგორც მუსლიმურმა ქვეყნებმა, უნდა ვაჩვენოთ, რომ ამას შედეგები მოჰყვება.”
მევლუთ ჩავუშოღლუ – თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი
მისი თქმით, თუ ისრაელი მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე სუვერენიტეტს გაავრცელებს, ეს ახლო აღმოსავლეთში მდგრადი მშვიდობის იმედებს გაანადგურებს.
ჩავუშოღლუმ ასევე მოუწოდა საერთაშორისო თანამეგობრობას, „პასუხისმგებლობა დააკისრონ ისრაელს მუდმივი დარღვევების გამო და პალესტინელი ხალხის დაცვა უზრუნველყონ“.