ბიძინა ივანიშვილმა “ქართული ოცნების” საარჩევნო სიის ლიდერობა ყოფილ პრემიერ მინისტრს, მამუკა ბახტაძეს შესთავაზა – ინფორმაციას ამის შესახებ “მთავარი არხი” ავრცელებს.
უცნობია დათანხმდება თუ არა შემოთავაზებას მამუკა ბახტაძე.
შეგახსენებთ, რომ მამუკა ბახტაძემ 2019 წლის 2 სექტემბერს დატოვა თანამდებობა. თუმცა, მმართველი პარტიის პოლიტსაჭოს წევრად დარჩა.