ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

“ვირუსი ნაკლებად ლეტალურია, ვიდრე ეს მსოფლიოს მიერ იყო შეფასებული…” – ირანის ჯანდაცვის უწყების წარმომადგენელების სენსაციური განცხადება

ირანში კორონავირუსით ინფიცირებულ ადამიანთა რაოდენობასთან დაკავშირებით, ქვეყნის ჯანდაცვის უწყების წარმომადგენელმა სენსაციური განცხადება გააკეთა. მისი თქმით, COVID-19-ისგან, თებერვლიდან მოყოლებული დღემდე, ჯამში შესაძლოა, 15 მილიონამდე მოქალაქე იყოს დაავადებული.

ირანში არსებული COVID-19-თან მებრძოლი სამუშაო ჯგუფის ერთ-ერთი ხელმძღვანელის, ეჰსან მოსტაფავის განცხადებით, ვირუსი ნაკლებად ლეტალურია, ვიდრე ეს მსოფლიოს მიერ იყო შეფასებული. როგორც მოსტაფავი აღნიშნავს, რეალური ციფრები კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებთან დაკავშირებით შესაძლოა კარდინალურად განსხვავებული იყოს.

მისი თქმით, 18. 75 %-ს ადამიანებისა, რომელთაც კორონავირუსზე კვლევები ჩაუტარეს აღმოაჩნდათ COVID-19-ის ანტისხეულები, რაც ნიშნავს იმას, რომ ირანელთა დიდი ნაწილი დაინფიცირდა კორონავირუსისგან, თუმცა ფარული პროცესის ფონზე მათ გამოჯანმრთელება ისე მოახერხეს, რომ ამის შესახებ არც კი იცოდნენ.

იტვირთბა....