იქნება თუ არა პრემიერ-მინისტრი საარჩევნო სიის სათავეში, გიორგი გახარია არ აკონკრეტებს და აცხადებს, რომ ამ ეტაპზე ქვეყანის მმართველობა პანდემიასთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარებითაა დაკავებული.
როგორც გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს განუცხადა, , საარჩევნო სიასთან დაკავშირებით კონსულტაციები ჯერ ადრეა.
“არ ვიცი, ყველაფერი შესაძლებელია ან ყველაფერი არ არის შეასძლებელი. ნუ ვჩქარობთ, ხალხნო, ნუ ვჩქარობთ. ჯერ ჩვენ გვაქვს კონკრეტული ამოცანები. ეს არის პანდემია, ეპიდემია, ეკონომიკური კრიზისი, საერთოდ წარმოდგენა არ მაქვს და არც მიფიქრია ამ სიაზე. ჯერ ადრეა, არანაირი კონსულტაციები, რა დროს კონსულტაციებია, ჩვენ დღეს იმდენი მიმდინარე საკითხები გვაქვს საოპერაციო დონეზე გასაკეთებელი, ამაზე არც გვიფიქრია“,- აღნიშნა გიორგი გახარიამ.
ცნობისთვის, ბოლო პერიოდში გიორგი გახარიასთან დაკავშირებით ვრცელდება ინფორმაცია, რომ ის პრემიერის პოსტის დატოვებას აპირებს.