მთავარი ციტატა

“ნელის მიზანი შეიძლება იყოს  ქონებრივი დავა ან  პირადი განადგურება”- ბასილაშვილის ძმა

“ეს არ არის პირველი შემთხვევა როდესაც ნიკოლოზ ბასილაშვილს მეუღლემ პროვოკაცია მოუწყო. ვთხოვ, თუ აქვთ მათ ძალადობის ამსახველი კადრები, სადაც ნიკას ძალადობის ფაქტები იკვეთება, გამოაქვეყნონ. მათ ამ კადრების ხსენებით საზოგადოება შეჰყავთ შეცდომაში.  ნელის მიზანი შეიძლება იყოს  ქონებრივი დავა ან  პირადი განადგურება. ქ-ბ ნელი მოვიდა ჩვენთან სახლში. აქამდე ის დაუკითხავად არასდროს მოსულა, გამოლანძღა ჩვენი ოჯახის წევრები და წავიდა. ის, რომ ჩვენი სახლი ძალიან მშვიდად დატოვა, სათვალთვალო კამერებშიც ჩანს.”

თენგო ბასილაშვილი –  ნიკოლოზ ბასილაშვილის ძმა 

ამის შესახებ თენგო ბასილაშვილმა “რუსთავი 2-თან” საუბრისას განაცხადა.

შეგახსენებთ, რომ  22 მაისს ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი ყოფილი მეუღლის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ბრალდებით დააკავეს. თბილისის საქალაქო სასამართლომ  ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილს აღკვეთის ღონისძიებად გირაო შეუფარდა.

პროკურატურის ინფორმაციით, 21 მაისს თბილისში, ავჭალის დასახლებაში, ბასილაშვილმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ყოფილი მეუღლის მიმართ ფიზიკური ძალადობა მას შემდეგ განახორციელა, რაც ნელი დოროყაშვილი მის სახლში ბავშვის წასაყვანად მივიდა.

იტვირთბა....