მთავარი ციტატა

“გამოცდის ჩატარება ნიღაბში ჰუმანური თვალსაზრისით მიუღებელია, მან შესაძლოა დააქვეითოს გონებრივი შესაძლებლობები და გამოიწვიოს გონების დაკარგვა”

“ჩემი აზრით, გამოცდის ჩატარება ნიღაბში შესაძლოა ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით გამართლებული იყოს, მაგრამ კლინიკურ-ჰუმანური თვალსაზრისით მიუღებელია. ბუნებრივად მომატებული ადრენალინი, ტვინის დაძაბული მუშაობა, პრაქტიკულად გარანტირებული დეჰიდრატაცია საკმარისი ეფექტებია იმისათვის, რომ დააქვეითოს გონებრივი შესაძლებლობების ადექვატური გამოვლენა და გამოიწვიოს გონების დაკარგვის ხშირი შემთხვევებიც. ამ პრობლემის იდეალური გადაწყვეტა არ არსებობს, თუმცა შესაძლებელია გონივრული კონსენსუსის მიღწევა. მაგალითად, აუცილებლად გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ აბიტურიენტები თავისთავად მიეკუთვნებიან დაავადებისათვის ძალიან დაბალი რისკის ჯგუფს თავიანთი ასაკის გამო, შესაბამისად ზედმეტი კონსერვატიულობა საჭირო არ არის.”

ზურაბ გურული – ამერიკაში მოღვაწე ქართველი ექიმი 

ამის შესახებ ზურაბ გურულმა სოციალურ ქსელში დაწერა.

ცნობისთვის, დაავადებათა კონტროლის ცენტრმა საგამოცდოდ მისული აბიტურიენტებისთვის რეკომენდაციები შეიმუშავა. ერთ-ერთი მთავარი რეკომენდაცია პირბადის კეთება და სოციალური დისცანციის დაცვაა.

 

იტვირთბა....