“სამედიცინო თვალსაზრისით, ნებისმიერი დიდი თავყრილობა რისკის შემცველია, მაგრამ თუ დაცულია პირობები – 2-მეტრიანი დისტანცია, პირბადეების ტარება და სხვა ჩვენი რეკომენდაციები, რასაც ვიძლევით, რა თქმა უნდა, ყველაფერი შესაძლებელია.მაგრამ არა ისე, როგორც ჩვენ მივდივართ აქციებზე, ერთმანეთს ვკოცნით, ვეხვევით და ა.შ. ეს ყველაფერი დაუშვებელია. ამას კარგა ხნით უნდა გადავეჩვიოთ. ახლა რომ ვხვდებით ერთმანეთს ხელს ხომ აღარ ვართმევთ, მუშტით ვესალმებით, ხო მივეჩვიეთ ამას?!”
ამირან გამყრელიძე – დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორი
ამირან გამყრელიძემ 20 ივნისს დაგეგმილი აქციის შესახებ “ტვ პირველის” ეთერში ისაუბრა.
ცნობისთვის, 20 ივნისს, “გავრილოვის ღამიდან” ერთი წლის შემდეგ, აქციის მოწყობა იგეგმება.