ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

საქართველოში კორონავირუსის ოთხი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ოთხი პაციენტი კი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსის ინფიცირების ოთხი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გამოჯანმრთელდა კიდევ ოთხი პაციენტი.

ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსის 822 შემთხვევაა დადასტურებული. კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 690-ს შეადგენს.

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.

კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 13 პაციენტი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმში 3124 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 279.

იტვირთბა....