საქართველოს პირველი ჩოგანის, ნიკოლოზ ბასილაშვილის ოჯახი ყოფილ რძალს პირველად და საჯაროდ მიმართავს, გამოქვეყნდეს ის ვიდეომასალა, რომელშიც ნელი დოროყაშვილის მტკიცებით, ჩანს, როგორ ძალადობს ბასილაშვილი საკუთარ მეუღლეზე.
როგორც ბრალდებულის ოჯახი “რუსთავი 2-ის” ეთერში აცხადებს, კადრები, რომელზეც დაზარალებული მხარე უკვე დიდი ხანია საუბრობს, რეალურად არ არსებობს.
შეგახსენებთ, რომ 22 მაისს ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი ყოფილი მეუღლის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ბრალდებით დააკავეს. თბილისის საქალაქო სასამართლომ ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილს აღკვეთის ღონისძიებად გირაო შეუფარდა.
პროკურატურის ინფორმაციით, 21 მაისს თბილისში, ავჭალის დასახლებაში, ბასილაშვილმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ყოფილი მეუღლის მიმართ ფიზიკური ძალადობა მას შემდეგ განახორციელა, რაც ნელი დოროყაშვილი მის სახლში ბავშვის წასაყვანად მივიდა.