aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ერთპიროვნული მმართველობა არსად არ არის დადებითი, ივანიშვილისგან რაღაც პერიოდი დიდი ხარისხის თავისუფლება მქონდა და რაღაც პერიოდში მას აღარ მოეწონა რაღაცები…” – კვირიკაშვილი

aviabiletebi
ავიაბილეთები

მე როცა ვიყავი პრემიერი, საკმაოდ დიდი ხარისხის თავისუფლება მქონდა ბიძინა ივანიშვილისგან მოცემული რაღაც პერიოდში და რაღაც პერიოდში მას აღარ მოეწონა რაღაცები – ამის შესახებ, საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა.

როგორც კვირიკაშვილმა აღნიშნა, ერთპიროვნული მმართველობა არსად არ არის დადებითი და ძალიან სწორი იქნება თუ იქნება ისეთი კოალიცია, სადაც განსხვავებული აზრიც იქნება და აზრთა ჭიდილიც.

“პოლიტიკური კონსულტაციები არავისთან არ მაქვს. მაქვს მეგობრული შეხვედრა და მგონია, რომ ეს დამოუკიდებელი მესამე მიმართულება არის ძალიან კარგი ქვეყნისთვის. ერთპიროვნული მმართველობა არსად არ არის დადებითი. ძალიან სწორი იქნება თუ იქნება ისეთი კოალიცია, სადაც განსხვავებული აზრიც იქნება და აზრთა ჭიდილიც. დგება მომენტი, რომ რაღაც უნდა შეიცვალოს ამ ქვეყანაში.

მე როცა ვიყავი პრემიერი, საკმაოდ დიდი ხარისხის თავისუფლება მქონდა ბიძინა ივანიშვილისგან მოცემული რაღაც პერიოდში და რაღაც პერიოდში მას აღარ მოეწონა რაღაცები, როგორც ყველამ იცის უკვე ყველაფერი, ის ჩაერია ძალიან აქტიურად და დაბრუნდა პოლიტიკაში,” – განაცხადა კვირიკაშვილმა.

იტვირთბა....