ცნობილი ხდება ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების თარიღი. განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ის 6 ივლისს დაიწყება და 25 ივლისს დასრულდება. საგრანტო კონკურსი 25 ივლისს გაიმართება, ხოლო სამაგისტრო გამოცდები 1-ელი აგვისტოდან 4 აგვისტოს ჩათვლით ჩატარდება.
სპეციალური ბრიფინგი ამ წუთებში მთავრობის კანცელარიაში უნდა დაიწყოს და რეკომენდაციებისა და სხვა დეტალების შესახებ ინფორმაცია ცნობილი გახდება.
თუმცა, ამ ეტაპისთვის ცნობილია კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციები. საგამოცდო ცენტრების თითოეულ სექტორში წელს 10 გამოსაცდელზე მეტი არ დაიშვება. ყოველი სამუშაო მაგიდა წინა მხრიდან აღჭურვილი იქნება გამჭვირვალე დამცავი ფარით/ბარიერით, მაგიდებს შორის სიგანეში დაშორება იქნება 2 მეტრი, ერთმანეთის მიმდევრობით განლაგებულ მაგიდებს შორის მანძილი კი ერთი მეტრით განისაზღვრება. თითოეულ გამოცდაზე ყოველ გამოსაცდელს უნდა ეკეთოს პირბადე.