საქალაქო სასამართლომ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, სოფო კილაძის ყოფილ ქმარს, ავთანდილ ხარაძეს პატიმრობა შეუფარდა.
ავთანდილ ხარაძემ შემაკავებელი ორდერის პირობები დაარღვია, შესაბამისად მოსამართლემ მას 2-თვიანი პატიმრობა შეუფარდა.
საქალაქო სასამართლოს ინფორმაციით, ავთანდილ ხარაძეს ყოფილ ცოლთან კომუნიკაცია აკრძალული ჰქონდა.
შეგახსენებთ, რომ სოფო კილაძე ყოფილ მეუღლეს ფსიქოლოგიური ძალადობაში ადანაშაულებდა.
შემდეგი სასამართლო სხდომა 30 ივლისს, 12:00 საათზე გაიმართება.