მთავარი ციტატა

“ღარიბაშვილმა ბოდიში უნდა მოიხადოს ანტიამერიკული და საქართველოს სახელმწიფო ინტერესების დამაზიანებელი განცხადებისთვის!”- არმაზ ახვლედიანი

“საქართველოს უმთავრესი სტრატეგიული პარტნიორის, შეერთებული შტატების, მისი თავისუფლებისმოყვარე ხალხის ასე უზნეოდ მოხსენიება სხვა არაფერია, თუ არა ივანიშვილის რეალური ანტიამერიკული ზრახვების და აშკარა რუსული ინტერესების თავხედური გამოვლინება! 20 ივნისის ამბებთან ამ პროცესის შედარება კი არაადეკვატური და მცდარია!ღარიბაშვილმა ბოდიში უნდა მოიხადოს ამ ანტიამერიკული და საქართველოს სახელმწიფო ინტერესების დამაზიანებელი განცხადებისთვის!”

არმაზ ახვლედიანი – “ქართული ოცნების“ ყოფილი პოლიტიკური მდივანი

ამის შესახებ  ახვლედიანი სოციალურ ქსელში წერს.

ცნობისთვის, თავდაცვის მინსიტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გადაცემა „360 გრადუსი“ განაცხადა, რომ “რაც ახლა ამერიკის შეერთებულ შტატებში ხდება, ყოვლად დაუშვებელია, ყოვლად მიუღებელია ის აგრესია და ვანდალიზმი, რომელიც თან ახლავს ამ არამშვიდობიან, აგრესიულ, ძალადობრივ აქციებს. მისივე განცხადებით, მსგავსი რამ ჩვენ წინა წელს გამოვცადეთ, ივნისის დროს“.

 

 

იტვირთბა....