ახალი ამბები მთავარი სამართალი

მარნეულში მშენებარე კორპუსიდან მუშა გადმოვარდა და ადგილზე გარდაიცვალა

მარნეულში მშენებარე კორპუსიდან შუა ხნის მამაკაცი გადმოვარდა და გარდაიცვალა.

51 წლის მამაკაცი, რომელიც დასუფთავების სამუშაოს აწარმოებდა, კორპუსის მეცხრე სართულიდან გადმოვარდა და ადგილზე დაიღუპა.

უბედური შემთხვევის მიზეზი სავარაუდოდ უსაფრთხოების წესების დარვევა გახდა, ვინაიდან კორპსზე არ არის დამცავი ბადე და არაა დაცული სხვა საჭირო ნორმები.

მშენებლობას შპს “დიდგორი” აწარმოებს. კომპანიაში აცხადებენ, რომ მშენებლობა დასრულებულია და იქ დასუფთავების სამუსაოებს აწარმოებდნენ.

ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მშაობენ.

ფოტო: “მთავარი არხი”

 

იტვირთბა....