“მიუხედავად იმისა, რომ ევროპაში კორონავირუსის ეპიდემიური ვითარება უმჯობესდება, “გლობალურად“ უარესდება. კვლევები აჩვენებს თუ მოსახლეობის რა რაოდენობა არის მოწყვლადი ვირუსის მიმართ. შედეგების მიხედვით, გლობალურად მოსახლეობის უმრავლესობა კვლავ მოწყვლადია ინფექციის მიმართ.”
ტედროს გებრეიესუსი – მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის (WHO) დირექტორი
მსოფლიოში კორონავირუსის ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობამ 7 მილიონს გადააჭარბა. ხოლო, ვირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 400 ათასს აღემატება.
ინფიცირების შემთხვევების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი კვლავ ამერიკის შეერთებულ შტატებშია, ქვეყანაში ამ დროისთვის ინფიცირების 200 ათასზე მეტი შემთხვევა ფიქსირდება. ვირუსის გავრცელების მაღალი მაჩვენებლით აშშ-ის მოსდევს ბრაზილია, რუსეთი, ესპანეთი და უკრაინა