თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორიას, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, გამოვლენილი 8 ახალი შემთხვევიდან ერთი ე.წ. ბოლნისის კლასტერს უკავშირდება, 2 – ე.წ. მარნეულის კლასტერს, 2 საკარანტინო სივრციდანაა გადაყვანილი, ხოლო 3 მათგანი მედპერსონალის წარმომადგენელია.
ამის შესახებ მარინა ეზიგბაიამ ჟურნალისტებთან განაცხადა.
“რვა ახალი შემთხვევიდან ერთი არის ბოლნისის დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტი, ორი არის მარნეულის დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტი, ორი გახლავთ საკარანტინო სივრციდან, შემოტანილი, ანუ იმპორტირებული შემთხვევა და სამი გახლავთ სამედიცინო პერსონალი.
ჩვენი ცენტრის სამედიცინო პერსონალი არ არის. ჩვენი ცენტრი 30 იანვრიდან ემსახურება როგორც შესაძლო, ისე დადასტურებულ შემთხვევებს და დღემდე არც ერთი სამედიცინო პერსონალის ინფიცირება არ გვქონია“,- განაცხად ეზუგბაიამ.
საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსის ინფიცირების 8 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და საერთო რაოდენობა 818 გახდა. ხოლო, კორონავირუსისგან 3 ადამიანი გამოჯანმრთელდა. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 686-ს შეადგენს.