საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსის ინფიცირების 8 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და საერთო რაოდენობა 818 გახდა.
ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
ოფიციალური მონაცემებით, კორონავირუსისგან 3 ადამიანი გამოჯანმრთელდა. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 686-ს შეადგენს.
ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.
კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 13 პაციენტი გარდაიცვალა.
კარანტინის რეჟიმში 2902 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 249.