ონლაინ-გამოცემა aviation24 ინფორმაციას ავრცელებს, რომლის მიხედვითაც შესაძლოა ქუთაისიდან 19 რეისზე ფრენების განხორციელების საკითხი გადაიხედოს. არ არის გამორიცხული „ვიზეარმა“ ქუთაისიდან 19 მიმართულებით ფრენები შეწყვიტოს.
წერილში მიზეზად დასახელებულია კორონავირუსი. გამოცემის ინფორმაციით, კომპანიის თვითმფრინავების რაოდენობა ქუთაისში 2-მდე შემცირდება.
შესაძლოა გაუქმდეს რეისები შემდეგი მიმართულებით: ნიცა, სტოკჰოლმი, ვენეცია, ნეაპოლი, კიოლნი, ბარსელონა, ბარი, პარიზი ბრიუსელი და სხვა ევროპული ქალაქები. (სრული სია იხილეთ აქ)