“ქართული ოცნების” წევრის, სოფო კილაძის მეუღლე შემაკავებელი ორდერის დარღვების გამო დააკავეს.
ავთანდილ ხარაძეს სასამართლომ ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა.
როგორც ირკვევა, პოლიცია სოფო კილაძემ მას შემდეგ გამოიძახა, რაც სახლში მისული ბავშვის მამა წასვლას კომენდანტის საათის გამო ვერ ახერხებდა. შემაკავებელი ორდენის გამო დეპუტატის მეუღლეს მასთან კომუნიკაცია აკრძალული ჰქონდა.
კილაძე აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კომენტარს არასრულწლოვნის ჩართულობიდან გამომდინარე არ აკეთებს.