“არის ერთი პოლიტიკური საკითხი, რომელიც ამ პროექტის ინიციატორებს, როგორც ჩანს, კარგად გააზრებული არ აქვთ, უქმდება ის კვოტა, რომელიც აქვს აფხაზეთის და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების წარმომადგენლებს, რომ მათ პარლამენტის სპიკერატში ჰყავდეთ თავიანთი წარმომადგენელი. ამ გაუქმების უკან დგას მნიშვნელოვანი პოლიტიკური საფრთხე. არ შეიძლება ასეთი გაუაზრებელი პოლიტიკურად მოუმწიფებელი საკითხების ასეთ ტექნიკურ დონეზე გადაწყვეტა.”
ეკა ბესელია – დამოუკიდებელი დეპუტატი
ამის შესახებ ეკა ბესელიამ ჟურნალისტებს უმრავლესობის მიერ ინიცირებულ რეგლამენტში შესატანი ცვლილებების პროექტთან დაკავშირებით განუცხადა.
ეკა ბესელია დეპუტატებს მოუწოდებს, მხარი არ დაუჭირონ წარმოდგენილ კანონპროექტს.