მთავარი ციტატა

“ორზე მეტი ოლქი თბილისში “ევროპულ საქართველოს“ არ ექნება”- დავით ბაქრაძე

“ორზე მეტი ოლქი თბილისში „ევროპულ საქართველოს“ არ ექნება. ჩვენი ამოსავალი წერტილი არის არა ის, რომ რომელიმე პარტიამ მეტი ოლქი აიღოს, არამედ ის, რომ იყვნენ ცნობადი და მაღალი პოლიტიკური კალიბრის ლიდერები. რაც მთავარია ამომრჩეველს იმის განცდა უნდა ჰქონდეს, რომ თბილისში შეთანხმებული მაჟორიტარები, ეს არის მთელი ოპოზიციის მაჟორიტარები. ამიტომ, ამოცანა არის, ის, რომ არსებული ადგილები ისე გადანაწილდეს, რომ ყველას მოგების შანსი გაიზარდოს.”

დავით ბაქრაძე – „ევროპული საქართევლოს“ თავმჯდომარე

ამის შესახებ დავით ბაქრაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

შეგახსენებთ, რომ “ნაციონალურმა მოძრაობამ” რამდენიმე დღის წინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ თბილისის მაჟორიტარული 8 ოლქიდან 6-ს თმობს და მისი კანდიდატურები მხოლოდ გლდანისა და სამგორის ოლქებში იქნებიან წარდგენილნი.

იტვირთბა....