ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება

მსოფლიოში კორონავირუსის ინფიცირების შემთხვევებმა 7 მილიონს გადააჭარბა

მსოფლიოში კორონავირუსის ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობამ 7 მილიონს გადააჭარბა.

ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში ვირუსით 7  მილიონ 93 ათას 121 ადამიანია დაინფიცირებული. ვირუსის შედეგად 406 ათას 220 მოქალაქე გარდაიცვალა, ხოლო 3 მილიონ 462 ათას 282 – გამოჯანმრთელდა.

ინფიცირების შემთხვევების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი კვლავ ამერიკის შეერთებულ შტატებშია, ქვეყანაში ამ დროისთვის ინფიცირების 200 ათასზე მეტი შემთხვევა ფიქსირდება. ვირუსის გავრცელების მაღალი მაჩვენებლით აშშ-ის მოსდევს ბრაზილია, რუსეთი, ესპანეთი და უკრაინა.

კორონავირუსის პირველი შემთხვევა ჩინეთში ჯერ კიდევ დეკემბერში დაფიქსირდა. სწორედ, უხანის პროვინციას განიხილავენ ვირუსის სამშობლოდ. თუმცა, დღეის მდგომარეობით, ქვეყანაში ვითარება ყველაზე სტაბილურია და ეპიდემია დასრულებულადაც კი გამოცხადდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 30 იანვარს კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ, 11 მარტს კი, პანდემიად გამოაცხადა.

იტვირთბა....