ახალი ამბები მთავარი სამართალი

ვარკეთილში სპეცოპერაციის დროს დაკავებულ მამაკაცს ბრალი დაუმძიმდა

ვარკეთილში სპეცოპერაციის დროს დაკავებულ მამაკაცს ალექსანდრე ივანოვს ბრალი დაუმძიმდა.

საქმის პროკურორის, ნუგზარ ჭიტაძის განცხადებით, ივანოვს პოლიციელებზე თავდასხმასთან ერთად ხულიგნობასა და ოჯახში ძალადობასაც ედავებიან.

რაც შეეხება ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობას,პროკურორის თქმით, ეს გამოძიების ეტაპზე უცნობია.

“არცერთი გამოკითხული მოწმე არ ამახვილებს ყურადღებას მის ფსიქიკურ მდგომარეობაზე, თუმცა, ბრალდებულის დღევანდელი სიტყვიერი გამოსვლიდან გამომდინარე, მის მიმართ აუცილებლად ჩატარდება შესაბამისი ექსპერტიზა.

ბრალდებული ალკოჰოლურის თრობის ზემოქმედების ქვეშ უმისამართოდ ისროდა ცეცხლსასროლი იარაღიდან, რითაც დაარღვია საზოგადოებრივი წესრიგი, უპატივცემლობა გამოხატა საზოგადოების მიმართ და ასევე, შეტყობინების საფუძველზე გასულ პოლიციის თანამშრომლების სამსახურეობრივ ავტომანქანას გაუხსნა ცეცხლი. მას ასვე ბრალი ედება მეუღლის მიმართ განხორციელებული სისტემატიური შეურაცხყოფისთვის, რამაც მისი მეუღლის ტანჯვა გამოიწვია,”- აცხადებს საქის პროკურორი.

ივანოვს ბრალი წარდგენილი აქვს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის პირველი ნაწილით, ასევე, 126-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, ასევე 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს ხულიგნობას, ასევე ოჯახში ძალადობას და პოლიციელზე თავდასხმას.

შეგახსენებთ, 5 ივნისს ვარაკეთილში, შუამთის ქუჩაზე  სამართალდამცავებმა 45 წლამდე მამაკაცის აყვანის მიზნით სპეცოპერაცია ჩაატარეს. ნასვამ მდგომარეობაში მყოფი მამაკაცმა სროლა რეგისტრირებული იარაღიდან განახორციელა. ხოლო, ინციდენტს წინ შვილებთან კონფლიქტი უძღოდა, რამაც მამაკაცის გაღიზიანება გამოიწვია.

იტვირთბა....