მთავარი ციტატა

“ეს არის ივანიშვილის მხრიდან დანერგილი მმართველობის სტილი”- აბესაძე “საერთაშორისო გამჭვირვალობის” კვლევას აფასებს

“კორუფციული დანაშაულის ყველა სახე იქცა უბრალოდ მმართველობის სტილად “ქართული ოცნების” დაწყებული დღგ-ს სკანდალით, სადაც ხელისუფლებასთან დაახლოებულმა პირებმა ას მილიონ ლარზე მეტით აზარალეს ბიუჯეტი, გაგრძელებული ჩინოვნიკების, დეპუტატების, მინისტრების, მათი მოადგილეების ოჯახის წევრების კომპანიების პრივილიგირებულ მდგომარეობაში ყოფნით. ეს არის ივანიშვილის მხრიდან დანერგილი მმართველობის სტილი.”

ირაკლი აბესაძე – “ევროპული საქართველოს” წევრი

ამის შესახებ ირაკლი აბესაძემ  “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ დაკვეთით ჩატარებულ  საზოგადოებრივ კვლევასთან დაკავშირებით განაცხადა.

ცნობისთვის, კორუფციის თემაზე საზოგადოებრივი კვლევა “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ დაკვეთით „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა” (CRRC) 2020 წლის 27 თებერვლიდან 18 მარტამდე პერიოდში ჩაატარა.

იტვირთბა....