ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

კარანტინის პერიოდში, სომხეთის გენშტაბის უფროსმა შვილს მრავალრიცხოვანი ქორწილი გადაუხადა

 

ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.

სომხეთის გენშტაბის უფროსის შვილის ქორწილი ერთ-ერთ აგარაკზე გაიმართა და მას 100-ზე მეტი სტუმარი ესწრებოდა.

ჟურნალისტების ინფორმაციით, აგარაკის შესასვლელთან უამრავი მანქანა იდგა. მათ შორის, სახელმწიფო სანომრე ნიშნების მქონე ავტომობილებიც.

მოგვიანებით, დავთიანი ამ ფაქტს გა,ოეხმაურა. მას მიჩნია, რომ ქორწილის გახადხა კარანტინის დარღვევას არ წარმოადგენდა და ის მზადაა, გამოძიებასთან ითანამშრომლოს.

ამასთან, სომხეთის შეიარაღებული ძალების გენშტაბის უფროსი მოუწოდებს მედიას, გაითვალისწინონ, რომ მაღალჩინოსნებსაც აქვთ პირადი ცხოვრების უფლება.

ცნობისთვის, სომხეთში ბოლო პერიოდში ეპიდსიტუაცია უარესდება. ოფიციალური მონაცემებით, ამ დროისთვის ქვეყანაში 13 ათასზე მეტი ადამიანია ინფიცირებული. თუმცა, როგორც სომხეთის პრემიერი აცხადებს, არაოფიციალურად ქვეყანაში 100 000-ზე მეტი პირია დაინფიცირებული.

იტვირთბა....