aviabiletebi
ახალი ამბები მერია მთავარი საზოგადოება

ვარკეთილში მულტიფუნქციური რეკრეაციული სივრცეები ეწყობა

aviabiletebi
ავიაბილეთები

სამგორის გამგეობა რაიონში დასასვენებელი სივრცეების მოწყობას აქტიურად განაგრძობს. მათ შორის, ვარკეთილის მეორე და მესამე მიკრორაიონებში მასშტაბური პროექტები ხორციელდება.

მეორე მიკრორაიონში გახოკიძის ქუჩიდან ალექსიძის ქუჩამდე და მესამე მიკრორაიონში N312 კორუსიდან N179 საჯარო სკოლამდე ჯამში, 28 950 კვ.მ ფართობზე, მულტიფუნქციური რეკრეაციული სივრცეები ეწყობა. მიმდინარე სამუშაოები სამგორის რაიონის გამგებელმა კახა სამხარაძემ მოადგილესთან, სოსო ბურდულაძესთან ერთად დაათვალიერა.

პროექტის ფარგლებში, რეკრეაციული სივრცის მოწყობა ვარკეთილის მეორე მიკრორაიონში 18 200 კვ.მ ფართობზე, ხოლო მესამე მიკრორაიონში 10 750 კვ.მ ფართობზე ხდება. ტერიტორიაზე განთავსდება ატრაქციონები, დასასვენებელი პავილიონები, საბაღე სკამები და ურნები. მოეწყობა გარე განათების სისტემა, საფეხმავლო ბილიკები დეკორატიული ქვებით მოპირკეთდება, კიბეებზე მოეწყობა სპეციალური პანდუსი შშმ პირთათვის. ასევე, ჰიდროთესვის პრინციპით გამწვანდება 12 700 კვ.მ ფართობი ტერიტორია.

პროექტების შესასრულებლად სამგორის გამგეობის ბიუჯეტიდან 1 544 316 ლარი გამოიყოფა. სამუშაოებს, გამგეობის დაკვეთით, კონტრაქტორი კომპანია „ქართლი“ ასრულებს. რეკრეაციული სივრცეები მიმდინარე თვის ბოლოს გაიხსნება.

იტვირთბა....