ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

საქართველოში კორონავირუსის ინფიცირების ერთი ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ცხრა პაციენტი კი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსის ინფიცირების ერთი ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო ცხრა პაციენტი გამოჯანმრთელდა.

ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ოფიციალური ინფორმაციით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 810 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ ცხრა პაციენტი – სულ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 683-ს შეადგენს.

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.

კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 13 პაციენტი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმში 2915  მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 237.

იტვირთბა....