ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ნიუ-იორკში ე.წ. კომენდანტის საათი აღარ გაგრძელდება

ნიუ-იორკის მერის, ბილ დე ბლაზიოს განცხადებით, “კომენდანტის საათი” აღარ გაგრძელდება, რომელიც კვირას იწურება – ამის შესახებ ქალაქის მერმა „ტვიტერზე” დაწერა.

„ჩვენ ვაუქმებთ “კომენდანტის საათს”. ეს გადაწყვეტილება ძალაში დაუყოვნებლივ შევა. გუშინ და გასული ღამით ქალაქის მოსახლეობამ საკუთარი თავის საუკეთესო მხრიდან აჩვენა“ , – ნათქვამია მერის განცხადებაში.

ორშაბათს ნიუ-იორკში სანიტარიულ-ეპიდემიოლოგიური ზომების მოხსნის პირველი ფაზა იწყება, რომელიც კორონავირუსის გამო იყო შემოღებული.

ნიუ-იორკის მერი თანამოქალაქეებს მოუწოდებს, იყვნენ ფრთხილად და იზრუნონ ერთმანეთზე. “სიენენის” ინფორმაციით, გასულ ღამეს მეგაპოლისში საპროტესტო დემონსტრაციის დროს 10 ადამიანი დააკავეს.

 

იტვირთბა....