ბათუმში მშენებარე ობიექტიდან ახალგაზრდა კაცი გადმოვარდა და ადგილზე გარდაიცვალა, შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა – ამის შესახებ ინფორმაციას “ინტერპრესნიუსი” ავრცელებს.
არსებული ინფორმაციით, მამაკაცი მშენებლობაზე იყო დასაქმებული.
ადგილზე სამართალდამცავები და ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.
შსს-ს ცნობით, გამოძიება “სისხლის სამართლის კოდექსის” 240-ე მუხლით მიმდინარეობს,რაც სამთო-სამშენებლო სამუშაოებისას ექსკლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.
შემთხვევა ბათუმში, ახალი ბულვარის ტერიტორიაზე მოხდა.