ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ოკუპირებულ აფხაზეთში კოვიდინფიცირებულთა რიცხვი გაიზარდა

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსი კიდევ ერთ ადამიანს დაუდასტურდა, რომელიც გუდაუთის საავადმყოფოშია გადაყვანილი – ამის შესახებ ე.წ. ოპერატიული შტაბი იუწყება.

გასული 24 საათის განმავლობაში კარანტინი 12-მა კურსანტმა დატოვა, რომელთაგან 10 საგანგებო სიტუაციების სამინისტროს, ორი კი – ე.წ. შსს სამინისტროს ხაზითაა.

ჯამში ოკუპირებულ რეგიონში დაინფიცირების 36 ფაქტია გამოვლენილი, რომელთაგან 27 გამოჯანმრთელდა, ერთი პაციენტი კი გარდაიცვალა.

იტვირთბა....