ახალი ამბები მთავარი ციტატა

“არ მესმის ოპოზიციის მოუთმენლობა, რომ ყველა რესურსი ერთბაშად ამოვწუროთ” – თურნავა Stopcov ფონდზე

“საერთოდ არ მესმის ეს მოუთმენლობა, რითიც ელოდებიან, რომ ყველა რესურსი ერთბაშად ამოვწუროთ, ეს საერთოდ დესტრუქციული, არაჯანსაღი მოლოდინია და აჟიოტაჟი. რეალურად, ჩვენ ვართ პასუხისმგებლიანი მთავრობა, თითოეული ჩვენი ნაბიჯი, თითოეული ჩვენი დაპირება უნდა იყოს გამყარებული ფინანსური რესურსით.”

ნათია თურნავა – ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი

აღნიშნული განცხადება თურნავამ Stopcov ფონდთან დაკავშირებით განაცხადა.

მინისტრის თქმით,  დღეს შიდა რესურსი და დონორებისგან მოზიდული თანხები საკმარისია დაპირებების შესასრულებლად. მისი განმარტებით, ქვეყანას უნდა ჰქონდეს “ოქროს რეზერვი”, რომელიც კოვიდთან ბრძოლის ფონდი წარმოადგენს.

იტვირთბა....