პარლამენტის დეპუტატ ემზარ კვიციანსა და ერთ-ერთ ოჯახს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.
როგორც ირკვევა, კვიციანი იმ საცხოვრებელ სახლში მივიდა, რომელიც მას 2014 წლამდე ეკუთვნოდა და 2016 წლის შემდეგ მეტრეველების ოჯახი ცხოვრობს.
კვიციანის მისვლის შემდეგ ადგილზე სიტუაცია დაიძაბა, რასაც სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა. ოჯახის ერთ-ერთმა წევრმა საპატრულო პოლიცია გამოიძახა, თუმცა, როგორც ცნობილია, კვიციანმა ტერიტორია პოლიციის მისვლამდე დატოვა.