ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“მინდა ვუპასუხო ბ-ნ რევაზ ბოჭორიშვილს… რეგვნები სჯობს თქვენსკენ მოიკითხოთ..” – ცერცვაძე ექიმ რევაზ ბოჭორიშვილს პასუხობს

საქართველოში ყოველ ერთ მილიონ მოსახლეზე 3,3 COVID-19-ით გარდაცვლილია, ხოლო საფრანგეთში 440, ანუ 133-ჯერ მეტი. ხოლო რაც შეეხება „რეგვნებს“, სჯობს თქვენსკენ მოიკითხოთ – ამის შესახებ, ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა. რითაც, ჯანმო-ს გადაწყვეტილებას „Solidarity” კვლევაში ჰიდროქსიქლოროქინის (პლაქვენილის) დაბრუნებას და ექიმ რევაზ ბოჭორიშვილის მოსაზრებას ეხმაურება.

როგორც ცერცვაძემ აღნიშნა, საქართველოში COVID-19-ით ავადმყოფებში სიკვდილობა 1,6%-ია, ხოლო საფრანგეთში – 19% (ყველაზე მაღალი მსოფლიოში).

“მინდა ვუპასუხო ბ-ნ რევაზ ბოჭორიშვილს, რომელიც იმედს იტოვებს, რომ ეს „სკანდალი არ ნიშნავს ჰიდროქსიქლოროქინის სრულ და საბოლოო რეაბილიტაციას“, ხოლო თავის 24 აპრილის პოსტში „სიმართლე ხომ მთავარია, არა?“ – აღწერს, თუ რამდენად წარმატებულია ყველა კომპონენტში საფრანგეთში COVID-19-ის კრიზისის მართვის პროცესი საქართველოსთან შედარებით და რომ საფრანგეთში ბატონი მაკრონი და სხვა პასუხისმგებელი პირები არ ამცირებენ ექიმებს თავისი უკიდურესად „რეგვენული მოთხოვნებით“.

ბატონო რევაზ! თქვენი ფრანგული პატრიოტიზმი და ქართული პოლიტიკური ორიენტაცია სავსებით გასაგებია, მაგრამ მაინც გვინდა მოკრძალებით შეგახსენოთ, რომ საქართველოში COVID-19-ით ავადმყოფებში სიკვდილობა 1,6%-ია, ხოლო საფრანგეთში – 19% (ყველაზე მაღალი მსოფლიოში). საქართველოში ყოველ ერთ მილიონ მოსახლეზე 3,3 COVID-19-ით გარდაცვლილია, ხოლო საფრანგეთში 440, ანუ 133-ჯერ მეტი. ხოლო რაც შეეხება „რეგვნებს“, სჯობს თქვენსკენ მოიკითხოთ,” – განაცხადა ცერცვაძემ.

იტვირთბა....