პოლიციის მხრიდან ძალადობისა და რასობრივი დისკრიმინაციის წინააღმდეგ ავსტრალიის ქალაქებში საპროტესტო აქციებზე ათასობით ადამიანი გამოვიდა; ავსტრალიის ქალაქებში გამოსულმა დემონსტრანტებმა აშშ-ში მიმდინარე საპროტესტო გამოსვლების მონაწილეებს სოლიდარობა გამოუცხადეს.
სიდნეიში აქციის მონაწილეებმა ასევე ავსტრალიაში მკვიდრი მოსახლეობის უფლებების დარღვევა გააპროტესტეს.
დემონსტრაციამდე ერთი დღით ადრე სასამართლომ მანიფესტაციის გამართვა კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო აკრძალა, თუმცა მოგვიანებით აკრძალვა სააპელაციო სასამართლომ გააუქმა.
საპროტესტო აქციები გაიმართა ავსტრალიის სხვა ქალაქებშიც, მათ შორის, ბრისბენსა და მელბურნში.