ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

„ფერადკანიანთა სიცოცხლე მნიშვნელოვანია“ – თეთრი სახლის წინ მდებარე ქუჩას ქალაქის მერმა სახელი შეუცვალა

თეთრი სახლის წინ მდებარე ქუჩას ვაშინგტონის მერმა სახელი გადაარქვა და „ფერადკანიანთა სიცოცხლე მნიშვნელოვანია“ უწოდა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციისკენ მიმავალ გზაზე საპროტესტო მსვლელობების მთავარი ლოზუნგის შემცველი გიგანტური წარწერაც გაჩნდა. მერმა დონალდ ტრამპს წერილიც მისწერა და ვაშინგტონიდან სამხედროების გაყვანა მოსთხოვა.

ტრამპი ქალაქის მერს გამოეხმაურა, პრეზიდენტმა მერს სოციალურ ქსელში უპასუხა და იგი არაკომპეტენტურობაში დაადანაშაულა. მანამდე ტრამპმა პოლიციის ძალადობის შედეგად გარდაცვლილი ჯორჯ ფლოიდი ქვეყანაში უმუშევრობის დონის შემცირების საკითხთან დაკავშირებით გამართულ ბრიფინგზე ახსენა.

შეგახსენებთ, ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალებაში მონაწილე სამართალდამცველების დასჯის მოთხოვნით აქციები შეერთებულ შტატებში უკვე 11 დღეა იმართება. მინეაპოლისში, სადაც ტრაგედია მოხდა, დაკავების ის მეთოდი აკრძალეს, რომელსაც 46 წლის ფერადკანიანი მამაკაცი ემსხვერპლა. ანალოგიური გადაწყვეტილება მიიღო კალიფორნიის გუბერნატორმაც.

 

იტვირთბა....