სომხეთში გასულ 24 საათში კორონავირუსი კიდევ 547 პაციენტს დაუდასტურდა, 207 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 7 კი გარდაიცვალა.
ჯამში სომხეთში კორონავირუსის 12 364 შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 190 ადამიანი, გამოჯანმრთელდა – 3 720.
“ცუდი ამბავი გვაქვს, სიტუაცია უარესდება… გვყავს ადამიანები, რომლებსაც ჰოსპიტალიზაცია სჭირდებათ, მაგრამ ჩვენ მათი დროულად ჰოსპიტალიზაციის საშუალება არ გვაქვს”, – ამის შესახებ რამდენიმე დღის წინ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა.