ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

სამების ტაძარს გაზის მიწოდება შეუწყდა – დავალიანება 256 652 ლარს შეადგენს

სამების ტაძარს  ბუნებრივი აირის 256 652 ლარის დავალიანება აქვს. “თბილისი ენერჯის” ინფორმაციით, ეს არის ბოლო სამი წლის დავალიანება. კომპანიაში ამბობენ, რომ ტაძარი წერილობით არაერთხელ გააფრთხილეს, თუმცა რეაგირება არ მოჰყოლია.

“თბილისი ენერჯის” ინფორმაციით, თებერვალში სამებას დავალიანება ათ წელზე გადაუნაწილეს, თუმცა როგორც აღმოჩნდა, ტაძარი არც ამ თანხას იხდის.

კომპანიაში ამბობენ, რომ სამებამ განწილვადების ხელშეკრულება დაარღვია, რის გამოც 23 აპრილს ტაძარს გაზის მიწოდება შეუწყდა. გარდა ამისა, მათივე ინფორმაციით, დავალიანება სხვა ტაძრებსაც აქვთ და თანხა ათ წელზე მათაც გადაუნაწილდათ.

იტვირთბა....