“ზუსტად ვიცი, ბევრი მათგანი(ოპოზიციიდან), საშვი რომ მოეპოვებინათ, “ჯიგრულ პონტში“ წავიდა მედიაში, გაფორმდა როგორც ჟურნალისტი და მოძრაობდნენ. ფარცხალაძე იყო დაჯარიმებული, იმიტომ, რომ მე „ჯიგრულ პონტში“ არ ვუშვებ საშვებს, ჩემთვის მსგავსი ქმედებები უკიდურესად მიუღებელი და ამორალურია, არ ვაკეთებ, ჩემს ფასეულობებს ეწინააღდეგება. იქ აღარ ვუთხარი, არ მინდოდა, ისედაც უშინაარსო იყო, მაგრამ ბევრი მათგანი ამას რომ გამოეკიდა, ხელზე დაიხვიეს და ისტორიები შექმნეს, გაფორმდნენ მედიაში იმისთვის, რომ „ჯიგრულ პონტში“ აეღოთ ნებართვა და ქალაქში ე.წ. კომენდანტის საათის დროს ემოძრავათ“
გიორგი გახარია – პრემიერ-მინისტრი
ამის შესახებ პრემიერმა ჟურნალისტებთან კითხვის საპასუხოდ განაცხადა,