პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარიას განცხადებით, ქვეყანაში უცხოელი ტურისტი პირველად იმ ქვეყნებიდან შემოვლენ, სადაც კორონავირუსის გავრცელების დაბალი მაჩვენებელი ფიქსრდება.
ამის შესახებ პრემიერმა იმერეთის რეგიონის ტურიზმის სექტორის წარმომადგნელებთან შეხვედრაზე განაცხადა,
გახარიას თქმით, მთავრობამ და რეგიონის ტურიზმის დარგის წარმომადგენლებმა ერთობლივი ქმედებებით უნდა შეძლონ ეკონომიკის ამ დარგის განახლება და ტურისტების მიღება.
“კონკრეტული ქვეყნები საიდანაც ჩვენ რეალური შანსი გვაქვს, რომ პირველი ტურისტები მივიღოთ, ესაა ისრაელი, ბალტიისპირეთის ქვეყნების, ჩეხეთი, უნგრეთი, საბერძნეთი, ავსტრია. ჩვენი ძირითადი ამოცანაა, რომ ის რაც ეპიდემიის გავრცელების რისკების მართვაში შევძელით, ნელ-ნელა გადავთარგმნოთ კონკრეტულ ეკონომიკურ შედეგებში და ეს შედეგია ჩამოსული ტურისტების რაოდენობა. აქ ჩვენ ერთმანეთზე ვართ დამოკიდებული. მე ვარ თქვენზე დამოკიდებული, ამ წესებს როგორ დაიცავთ და თქვენ მთავრობაზე ხართ დამოკიდებული, ჩვენ რა რაოდენობით და კოვიდის თვალსაზრისით როგორი სუფთა ქვეყნებიდან ჩამოვიყვათ ტურისტებს. ბევრი უნდა ვიმუშაოთ, რომ სტანდარტები დავაკმაყოფილოთ, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს ვირუსი.
პრემიერმა ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებს მიმართა, ყველა იმ საჭიროების შესახებ უთხრან, რაც ამ დარგში არსებობს.
“არაფრის არ მოგერიდოთ, ქუთაისურად, პირდაპირ მითხარით, რა გიჭირთ და რით შეგვიძლია დაგეხმაროთ,“-მიმართა გახარიამ იმერეთის რეგიონის ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებს.