aviabiletebi
ახალი ამბები ეკონომიკა მთავარი პოლიტიკა

“როცა ადამიანი არ მუშაობს და დარჩენილი დანაზოგი უკვე დახარჯა, ეს იწვევს ვალუტის დასტაბილურებას”- ივა ჭყონია

aviabiletebi
ავიაბილეთები

დისტრიბუტორთა ბიზნესასოციაციის პრეზიდენტის,  ივა ჭყონიას გაცხადებით, ეროვნული ვალუტის დასტაბილურება მოსახლეობის დანაზოგის დახარჯვამ გამოიწვია.

როგორც ივა ჭყონია “მეტრონომთან” საუბრისას პროგნოზირებს,

“ლარის დასტაბილურება გამოიწვია ლარის მასამ, რომელიც აღარ არის მოსახლეობაში. ეე იმას ნიშნავს, რომ როცა ადამიანი არ მუშაობს და დანაზოგი რაც ჰქონდა, უკვე დახარჯა, ძირითადად ეს იწვევს ვალუტის დასტაბილურებას. ესაა ძალიან მარტივი და ლაკონური პასუხი.

ვეჭვობ, რომ ლარმა დასტაბილურება გააგრძელოს, ალბათ ეს დროებითია და ვფიქრობ, ლარი ისევ 3.2 ნიშნულს დაუბრუნდება,”- აცხადებს ივა ჭყონია.

როგორც ჭყონია ვარაუდობს, თუ ეროვნულმა ვალუტამ არსებული ნიშნული შეინარჩუნა, სექტებრიდან პროდუქტებზე ფასების კლებასაც უნდა ველოდოთ.

“პროდუქტებზე ფასები უკვე გაზრდილია, მეტი აღარ გაიზრდება. თუ ლარმა ეს ნიშნული შეინარჩუნა, სექტემბრიდან კლებას უნდა ველოდოთ,”- განაცხადა ივა ჭყონიამ.

ცნობისთვის, ბოლო დღეებში ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში დასტაბილურებას განაგრძობს. დღევანდელი კურსით, 1 აშშ დოლარი ხვალ 2.9841 ლარი ღირს.

იტვირთბა....